ექსპერტიზის ბიურო თამარ ბაჩალიაშვილის ტელეფონის შემოწმებას იწყებს

გამოქვეყნდა:

ექსპერტიზის ბიუროში ბურუსით მოცულ ვითარებაში დაღუპული თამარ ბაჩალიაშვილის მობილური ტელეფონის ექსპერტიზა იწყება. პროცედურა 8 აგვისტოს, 11:00 საათზე დაიწყება. 

მანამდე კი, 29 ივლისს, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ბაჩალიაშვილის კომპიუტერის გახსნის პროცედურა მიმდინარეობდა. მას ოჯახის ადვოკაციც დაესწრო. როგორც მიხეილ რამიშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, ბიუროში მისვლის დროს, მას კომპიუტერი დალუქული არ დახვდა. 

იყო საუბარი, რომ კომპიუტერი უნდა ყოფილიყო დალუქული, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ პერსონალური კომპიუტერი წაიღეს 19 ივლისს, როდესაც უკვე განცხადებით მიმართეს პოლიციას და აქ შემოტანილი იყო 22-ში,  ეს უკვე გახსნილი იყო. მე ჩავერთე 22-ში - ჩემი ორდერი ჰქონდათ პოლიციაში და მე მათ ვუთხარი, რომ აღნიშნული კომპიუტერის გახსნა არ მოეხდინათ, გახსნა მომხდარიყო ჩემი თანდასწრებით და მერე მომხდარიყო ყველა იმ პროცედურის ჩატარება, რომ დარმწუნებული ვყოფილიყავი, რომ რამე კითხვის ნიშნები არ გაჩენილიყო. დღესაც ბოლომდე არ ვარ დარმუწნებული, მაინც, ხომ არ მოხდა წინასწარ შესვლა ან ამდაგვარი ქმედება. ბოლომდე რომ დავრწმუნდები, მერე უფრო მშვიდად ვიტყვი ამაზე, - ამბობდა მაშინ მიხეილ რამიშვილი.

შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა და სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ერთ-ერთი ვერსიით, მისი გაუჩინარება ქალის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.

მისი ერთ-ერთი დამსაქმებელი კომპანია ZAG-ის მფლობელის, აბრაჰამ რეირბახის თქმით, თამარ ბაჩალიაშვილი სამსახურიდან წასვლას აპირებდა. მისმა ოჯახმა კი დაზუსტებით არ იცის, რას აკეთებდა 23 წლის პროგრამისტი თავის სამსახურში.  

25 ივლისს, პროკურატურამ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულად ცნო და საქმის გამოძიებას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაუმატა. გამოძიება, ამ ეტაპზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი