უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ყველა, ვინც ბოროტების გზას ირჩევს, საკუთარ თავს ანადგურებს.
რუსეთის სრულმასშტაბიანი სისუსტე იმდენად აშკარაა, რომ მას ვერავითარი პროპაგანდით ვერ შენიღბავენ.
"დიდი ხნის განმავლობაში რუსეთი იყენებდა პროპაგანდას თავისი სისუსტის და მისი ხელისუფლების სისულელეების დასაფარად. ახლა კი ისეთი ქაოსია, არავითარ ტყუილს არ შეუძლია მისი დამალვა. [...] რუსეთის სისუსტე აშკარაა, სრულმასშტაბიანი სისუსტე. და რაც უფრო დიდხანს ტოვებს რუსეთი თავის ჯარს და დაქირავებულს ჩვენს მიწაზე, მით მეტი ქაოსი, ტკივილი და პრობლემები ექნება მას მოგვიანებით", - ამბობს ზელენსკი.
მისივე თქმით, ისიც აშკარაა, რომ უკრაინას შეუძლია დაიცვას ევროპა რუსული ბოროტებისა და ქაოსისგან.
"ვინც სხვა ქვეყნის სიცოცხლეების გასანადგურებლად ჯარის კოლონებს აგზავნის და როცა სიცოცხლე წინააღმდეგობას უწევს, ვერ აჩერებს მათ გაქცევისა და ღალატისგან, ვინც რაკეტებით ატერორებს და მათი ჩამოგდების შემდეგ, შაჰიდის დრონების მისაღებად თავს იმცირებს, ვისაც ხალხი ეზიზღება და ასიათასობით მათგანს ომში აგდებს იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში, მოსკოვის ოლქში საკუთარი თავი ბარიკადებში მოაქციოს იმ ხალხისგან, ვინც თავად შეაიარაღა," - წერს ზელენსკი Twitter-ზე.