ევროკავშირის წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ ევროპული სამშვიდობო ფონდისთვის დამატებით 3.8 მილიარდ დოლარს გამოყოფენ.
ევროკავშირის წევრი ქვეყნები ფონდს უკრაინის სამხედრო დახმარების დასაფინანსებლად იყენებენ.
გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს მოუწოდა "დააჩქარონ რუსეთის დამარცხება უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერებით".
საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ლუქსემბურგში დღეს, 26 ივნისს გიმართა.