უნდა განვსაზღვროთ გზა, რომ ჩამოვაყალიბოთ უკრაინის ნატოში გაწევრიანების პერსპექტივა - მაკრონი

გამოქვეყნდა:

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ უნდა განისაზღვროს გზა, უკრაინის ნატოში გაწევრიანების პერსპექტივის ჩამოსაყალიბებლად. ამ თემაზე მან პარიზში, ნატოს გენერალურ მდივან, იენს სტოლტენბერგთა საუბრისას განაცხადა. 

"ჩვენ უნდა განვსაზღვროთ გზა, რათა ჩამოვაყალიბოთ უკრაინის ნატოში გაწევრიანების პერსპექტივა, რომელიც ჩვენ გავხსენით 2008 წელს ბუქარესტში", - თქვა მაკრონმა.

მისივე თქმით, უკრაინის მხარდაჭერის ვალდებულება გრძელვადიანი უნდა იყოს.

"გადაწყვეტილებები, რომელსაც ჩვენ მივიღებთ, [ვილნიუსში] დაგვავალდებულებს მომავალი წლების განმავლობაში - ვფიქრობ, უპირველეს ყოფვილა, უკრაინის მხარდაჭერას, რომელშიც გრძელვადიანი ვალდებულებები უნდა ავიღოთ", - თქვა მაკრონმა.

სოლტენბერგმა აღნიშნა, რომ რაც მეტი ტერიტორიის დაბრუნება შეუძლია კიევს, მით მეტად მყარდება მისი პოზიცია მოლაპარაკებების მაგიდასთან. 

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი