უკრაინის გამარჯვება, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს უკრაინის გამარჯვებას - პაპუაშვილი ზელენსკის გამოსვლაზე

გამოქვეყნდა:

"უკრაინის გამარჯვება, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს უკრაინის გამარჯვებას" - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გამოსვლას რადაში.

მისივე თქმით, ჩვენ გვჭირდება შერიგება და ერთად ყოფნა და არა გამარჯვებები.

უკრაინის გამარჯვება, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს უკრაინის გამარჯვებას. რაც შეეხება საქართველოს, თქვენ თუ გულისხმობთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას საქართველოსი, ამასთან დაკავშირებით ჩვენ გულწრფელად და კეთილსინდისიერად გვაქვს გაცხადებული ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანად აღდგენის პოლიტიკა. ეს არის ჩვენი გულწრფელი პოლიტიკა, არანაირი გეგმა ბ და რაღაც ფარული გეგმები ჩვენ ხელისუფლებას არ აქვს", - თქვა პაპუაშვილმა. 

პაპუაშვილმა თქვა, რომ ოპოზიციაში არიან ძალები, რომლებსაც "ასეთი აზრები უთამაშებთ თავში", რაც რუსეთში სამხედრო არეულობის დროს გამოჩნდა. იხილეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი