უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენს მოუწოდა, უკრაინა ნატოში მიიწვიოს. ეს ხდება 11-12 ივლისს დაგეგმილ ვინიუსის სამიტამდე, სადაც ლიდერები უკრაინის გაწევრიანებას განიხილავენ.
CNN-თან ინტერვიუში მან თქვა, რომ ბაიდენია "გადაწყვეტილების მიმღები" საკითხზე იქნება თუ არა უკრაინა ნატოში.
"ის მხარს უჭერს ჩვენს მომავალს ნატოში" - თქვა ზელენსკიმ და აღნიშნა, რომ ახლა მიწვევა უკრაინელი ჯარისკაცებისთვის დიდი მოტივაცია იქნება.
კითხვაზე, თუ რატომ არ უნდა დაელოდოთ მოწვევას, ზელენსკიმ უპასუხა, რომ "ძალიან მნიშვნელოვანია", რომ უკრაინამ მიიღო მოწვევა "ახლა".
"ძალიან მნიშვნელოვანია იმის შეგრძნება, რომ მომავალში ნამდვილად იქნები მოკავშირეების გვერდით", - თქვა ზელენსკიმ და დასძინა, რომ ესმის, უკრაინა ვერ იქნება ნატოში ომის დასრულებამდე.
ნატო ადგენს, რომ ტერიტორიული დავების მოგვარება არის "ფაქტორი, რომელიც განსაზღვრავს, მოიწვიოს თუ არა სახელმწიფო ალიანსში გასაწევრიანებლად".
"ჩვენ ყველაფერი გვესმის", - თქვა ზელენსკიმ. მაგრამ ეს სიგნალი მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია. და ეს დამოკიდებულია ბაიდენის გადაწყვეტილებაზე".