ვნუკოვოს აეროპორტმა ფრენები შეაჩერა - მოსკოვის მერი დრონებით თავდასხმაში უკრაინას ადანაშაულებს

გამოქვეყნდა:

მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა სამშაბათს განაცხადა, რომ უკრაინამ, დრონებით, მორიგი შეტევა განახორციელარუსეთის დედაქალაქსა და მის რეგიონზე, რამაც დროებით შეაფერხა ფრენები ვნუკოვოს აეროპორტში. 

"დღეს კიდევ ერთი მცდელობა განხორციელდა უკრაინული თვითმფრინავების თავდასხმის ახალ მოსკოვსა და მოსკოვის რეგიონში. ამ დროისთვის თავდასხმები მოიგერიეს საჰაერო თავდაცვის ძალებმა, აღმოფხვრილია ყველა აღმოჩენილი უპილოტო საფრენი აპარატი", - განაცხადა სობიანინმა.

მისივე ინფორმაციით, მსხვერპლი არ ყოფილა. 

"უსაფრთხოების მიზნით, ზოგიერთი ფრენა დროებით გადამისამართდა ვნუკოვოს აეროპორტიდან. დილის 8:00 საათზე, ვნუკოვოს აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე ფრენებზე შეზღუდვები მოიხსნება", - თქვა მან.

ამ დროისთვის შეზღუდვა უკვე მოხსნილია. იხილეთ: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი