უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი აჯანყება მოხდეს და რომ არიან ადამიანები, რომლებიც მას მხარს დაუჭერენ. ამ თემაზე უკრაინის პრეზიდენტმა ABC News-თან ინტერვიუში ისაუბრა. 

"არის სიგნალი, რომ რუსეთში შეიძლება იყოს კიდევ ერთი აჯანყება, რევოლუცია. მეტიც, არის ბევრი ადამიანი, ვისაც შეუძლია მხარი დაუჭიროს ასეთ აჯანყებას", - თქვა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ თქვა, რომ "ვაგნერის" ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის უპირველესი მიზანი იყო გამხდარიყო "პოლიტიკური ფიგურა" და მან წარმატებას მიაღწია.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, პრიგოჟინის აჯანყებამ გამოავლინა პუტინის ხელმძღვანელობის სისუსტე - "პუტინს არ აქვს სამხედრო ძალა რუსეთის შიგნით და მისი მშვიდობიანი მოსახლეობა არ არის დაცული".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი