''თუ რომელიმე ლიდერს ეწყინა ზელენსკის მკაცრი კრიტიკა, მაშინ უკრაინის პრეზიდენტს განაწყენების 10-ჯერ მეტი მიზეზი აქვს", - ასე ეხმაურება ვილნიუსის სამიტზე უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმერ ზელენსკის სიტყვით გამოსვლას, ლიეტუვას საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი.
''სიტუაცია NATO-სგან ითხოვს, იფიქროს ''გარემოდან გამომდინარე''. ძალიან სამწუხაროა, რომ ნატოს გამბედაობა და ლიდერობა აკლია. თუ რომელიმე ლიდერს ეწყინა ზელენსკის მკაცრი კრიტიკა, მაშინ უკრაინის პრეზიდენტს განაწყენების 10-ჯერ მეტი მიზეზი აქვს'', - განაცხადა ლინკევიჩუსმა.
შეგახსენებთ, დღეს ვილნიუსის სამიტზე უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკი სიტყვით გამოვიდა და მან ალიანსის წევრი ქვეყნის ლიდერებს, უკრაინის სამხედრო ალიანში გასაწევრიანებლად მკვეთრი ნაბიჯების გადადმისკენ მოუწოდა.