ავსტრალია უკრაინას კიდევ 30 Bushmaster-ის ჯავშანმანქანის გადაცემას დაჰპირდა. ამ თემაზე უკრაინის პრეზიდენტმა და ავსტრალიის პრემიერმა ვილნიუსში, ნატოს სამიტის ფარგლებში პირისპირ შეხვედრის შემდეგ განაცხადეს. 

"გმადლობთ! ახალი ძლიერი თავდაცვის პაკეტი, მათ შორის 30 "ბუშმასტერი", - დაწერა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეხვედრის შემდეგ.

ავსტრალიის პრემიერმა თქვა, რომ მოხარულია ზელენსკისთან კიდევ ერთხელ შეხვედრის გამო. 

მანამდე ავსტრალიამ უკრაინას უკვე გადასცა 90  Bushmaster ჯავშანმანქანა. ავსტრალიის სამხედრო დახმარების ჯამურმა მოცულობამ 700 მილიონ დოლარს გადააჭარბა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი