რუსეთისთვის ერთადერთი საფრთხე უკრაინელი ჯარისკაცია - კულება ლავროვის განცხადებას პასუხობს

გამოქვეყნდა:

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება  F-16-ის გამანადგურებლებზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას პასუხობს. ის ამბობს, რომ უკრაინა მიიღებს თვითმფრინავებს და "ჩაყლაპავს" ამას, მიუხედავად ლავროვის რიტორიკისა. 

"რუსეთის ერთადერთი საფრთხე უკრაინელი ჯარისკაცია. სწორედ ამის უნდა ეშინოდეს პუტინს და თანამოაზრეებს. უკრაინა F-16-ებს გრაფიკის მიხედვით მიიღებს", - წერს კულება.

ლავროვმა განაცხადა, რომ კრემლი უკრაინისთვის F-16-ების გადაცემას დასავლეთის მხრიდან ბირთვულ სფეროში საფრთხედ განვიხილავს.  მისივე მტკიცებით, შეერთებული შტატები და მისი ნატო-ს "სატელიტები" ქმნიან რუსეთთან პირდაპირი შეიარაღებული შეტაკების რისკებს, რაც სავსეა "კატასტროფული შედეგებით".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი