უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება სამუშაო ვიზიტით ნიუ-იორკში ჩავა. შეხვედრები 17-18 ივლისს გაიმართება.
უკრაინული მედია სამინისტროსზე დაყრდნობით წერს, რომ ორშაბათს კულება მონაწილეობას მიიღებს გაეროს უშიშროების საბჭოს მინისტერიალში, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას შეეხება, ასევე მაღალი დონის ღონისძიებაში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის 25 წლის იუბილეს აღსანიშნავად.
18 ივლისს კულება გაეროს გენერალური ასამბლეის დებატებზე ისაუბრებს უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით.
ვიზიტის პროგრამაშია არაერთი ორმხრივი მოლაპარაკება უცხოელ კოლეგებთან, გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელობასთან და შეხვედრა გაეროში აფრიკის სახელმწიფოების მუდმივ წარმომადგენლებთან.