ყირიმის ე.წ. მეთაური ამბობს, რომ დრონით თავდასხმამ 4 ადმინისტრაციული შენობა დააზიანა

გამოქვეყნდა:

რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ე.წ. მეთაურმა სერგეი აქსიონოვმა დღეს დილით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ყირიმის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ერთ-ერთ დასახლებაში დრონით თავდასხმის შედეგად დაიღუპა არასრულწლოვანი.

მისივე განცხადებით, დაზიანებულია 4 ადმინისტრაციული შენობა, ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ.

ცნობისთვის, გუშინ აქსიონოვმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხანძარი გაჩნდა პოლიგონზე, რის გამოც 4 დასახლებული პუნქტიდან 2 ათასზე მეტი მაცხოვრებლის ევაკუაცია მოხდა. მანამდე, 17 ივლისს ცნობილი გახდა, რომ დრონებით დარტყმა იყო ყირიმის ხიდზე, რა დროსაც ორი ადამიანი დაიღუპა, 18 ივლისს კი რუსულმა მხარემ თქვა, რომ კიდევ ერთი შეტევა იყო რეგიონზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი