აშშ უკრაინას Abrams-ის ტიპის ტანკებს სექტემბერში გაუგზავნის - Politico

გამოქვეყნდა:

შეერთებული შტატები გეგმავს, რომ Abrams-ის ტიპის ტანკები უკრაინას სექტემბერში გაუგზავნოს. ამის შესახებ გამოცემა Politico 6 წყაროზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის თანახმად, ტანკები შესაკეთებლად აგვისტოში გერმანიაში გაიგზავნება, პროცესის დასრულების შემდეგ კი პირველი პარტია მომდევნო თვეში კიევში ჩავა.

პირველი პარტია Abrams-ის 6-8 ტანკს მოიცავს. საერთო ჯამში აშშ გეგმავს, რომ უკრაინაში 31 ტანკი გაგზავნოს.

სანამ უკრაინული ჯარები ტანკების გამოყენებას დაიწყებენ, მათ უნდა დაასრულონ წვრთნების 10-კვირიანი კურსი გერმანიაში, გრაფენვუერის არმიის ბაზაზე. New York Times მაისში წერდა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა წვრთნები უკვე დაიწყეს.

Abrams-ის ტიპის ტანკების გადაცემაზე აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს განაცხადა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი