ვიცე-პრემიერი, ირინა ვერეშუკი ამბობს, რომ უკრაინის გამარჯვების გზა იქნება "გრძელი და რთული". Telegram-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში მან თქვა, რომ "ორი-სამი კვირა", "წლის ბოლომდე", "შემდეგი გაზაფხული" - ეს ყველაფერი სიმართლეს არ შეესაბამება".
"ხანგრძლივი ბრძოლისთვის უნდა მოვემზადოთ. მოქალაქეები და ხელისუფლება - ყველა უნდა მოემზადოს ხანგრძლივი და რთული ომისთვის. და მხოლოდ მაშინ გავიმარჯვებთ. [...] ვემზადებით მარათონისთვის და არა სპრინტისთვის, თორმეტრაუნდიანი ბრძოლისთვის და არა სამიანისთვის", - დაწერა მან.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინის კონტრშეტევა მოსალოდნელზე ნელა მიმდინარეობს. უკრაინის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ძალისხმევა მიმართულია რუსეთის შესაძლებლობების განადგურებაზე და მისი ლოგისტიკის შეფერხებაზე.