რუსეთის საგამოძეიბო კომიტეტმა ავიაკომპანია Red Wings-ის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე უკვე მეორედ აღძრა. ამჯერად სახიფათო მომსახურების გაწევის მუხლით, ხოლო მანამდე მომსახურების არასათანადო შესრულებისთვის.
რამდენიმე დღის წინ ავიაკომპანიის კუთვნილი სამი ''ბოინგ 777-დან ორი მწყობრიდან გამოვიდა, რასაც რეისების დაგვიანება მოჰყვა. ავიაკომპანიაში აცხადებენ, რომ ხარვეზები გამოასწორეს და 16 აგვისტოდან ფრენებს დაგეგმილი გრაფიკით შეასრულებენ.
შეგახსენებთ, ავიაკომპანია Red Wings უკრაინაში სანქცირებულია და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს თანხმობით, საქართველოშიც ახორციელებს ფრენებს.