ძალიან მაგრად ვუჭერ მხარს, ძალიან მაგრად მინდა მოიგოს - ხოშტარია ჯაფარიძეზე

გამოქვეყნდა:

"ევროპული საქართველოს" წევრი, ოპოზიციური ერთობის მიერ ვაკის მაჟორიტარობის საერთო კანდიდატად წარდგენილი ელენე ხოშტარია, დიდუბის ოლქში ზურაბ ჯაფარიძის კანდიდატურას მხარს უჭერს. ამის შესახებ ხოშტარიამ Facebook-ის პირად გვერდზე დაწერა.

წერს, რომ: "ძალიან მაგრად ვუჭერ მხარს, ძალიან მაგრად მინდა მოიგოს, ძალიან მაგარია ესეთი ადამიანები პოლიტიკაში". 

 შეგახსენებთ, რომ გირჩის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე 2020 წლის არჩევნებში კენჭს დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში იყრის. ამის შესახებ მან Facebook-ის პირად გვერდზე, 10 აგვისტოს დაწერა. 

ჯაფარიძეს სულ მალე დაუჭირა მხარი "ევროპული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა. გიგი უგულავამ თქვა, რომ მისი პარტია მზად არის ზურასთან ერთად ჩაერთოს "ოცნების" კანდიდატის, გია ვოლსკის დამარცხებაში: "დიახ, ზუსტად ასე იქნება, დიდუბე-ჩუღურეთში დამარცხდება მენტალურად საბჭოთა და გეოპოლიტიკურად რუსული მმართველობა". 

ჯაფარიძეს მხარს უჭერს ამავე პარტიის კიდევ ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია. ამბობს, რომ ვოლსკისა და ჯაფარიძეს შორის სიმბოლური დაპირისპირება იქნება, როგორც დაპირისპირება საბჭოთა საქართველოსა და თავისუფალ საქართველოს შორის. 

"ნაციონალურ მოძრაობაში" კი თქვეს, რომ თუ ოპოზიცია შეთანხმდება, რომ ზურა ჯაფარიძე იყოს საერთო კანდიდატი, პარტია, დიდი ალბათობით, მას მხარს დაუჭერს. 

რაც შეეხება ელენე ხოშტარიას - "ლეიბორისტული მაგიდის" ირგვლივ არსებულმა ოპოზიციურმა ერთობამ ვაკის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარობის საერთო კანდიდატად, 19 ივნისს წარადგინა

მანამდე კი, ჯერ კიდევ 5 ივნისს, გირჩის ლიდერმა ელენე ხოშტარიას მხარდაჭერაზე "მთავარ არხთან" ისაუბრა: "თუ ვაკეში კენჭს ელენე ხოშტარია იყრის, სიამოვნებით წავალ და დავუჭერ მხარს ყველანაირი მორალური დისკომფორტის გარეშე".

"ლეიბორისტული პარტიის" მაგიდის ირგვლივ გაერთიანებულმა ოპოზიციამ თბილისის ექვს მაჟორიტარულ ოლქში საერთო კანდიდატები 19 ივნისს წარადგინა. სია ასეთია: 

  • ვაკე - ელენე ხოშტარია, "ევროპული საქართველო"; 
  • გლდანი - ნიკა მელია, "ნაციონალური მოძრაობა";
  • სამგორი - ლევან ხაბეიშვილი, "ნაციონალური მოძრაობა";
  • მთაწმინდა - შალვა შავგულიძე, "ევროპული საქართველო";
  • ნაძალადევი - შალვა ნათელაშვილი, "ლეიბორისტული პარტია";
  • ისანი - გიორგი ვაშაძე, "სტრატეგია აღმაშენებელი".

ცნობისთვის, საარჩევნო სისტემის ცვლილების შემდეგ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველმა ქვეყნის მასშტაბით 30 მაჟორიტარი უნდა აირჩიოს - მათგან 22 რეგიონებში, რვა კი თბილისში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი