"მკაცრად ვგმობ რუსეთის მორიგ ლაჩრულ და მიზანმიმართულ თავდასხმას ჩერნიგოვზე", - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი Twitter-ზე წერს და ჩერნიგოვზე რუსეთის თავდასხმას ეხმაურება.
„მე მკაცრად ვგმობ რუსეთის მორიგ ლაჩრულ და მიზანმიმართულ თავდასხმას ჩერნიგოვზე, რომელიც მიმართული იყო უნივერსიტეტისა და თეატრის წინააღმდეგ, რამაც, სულ მცირე, შვიდი მშვიდობიანი მოქალაქის, მათ შორის ბავშვების დაღუპვა და ბევრი ადამიანის დაშავება გამოიწვია“, - წერს ბორელი.
შეგახსენებთ, რომ 19 აგვისტოს რუსმა ოკუპანტებმა სარაკეტო იერიში ჩერნიგოვის ცენტრსა და დრამატულ თეატრზე მიიტანეს. თავდასხმის შედეგად დაიღუპა 7 ადამიანი, მათ შორის 6 წლის ბავშვი. დაზიანდა 500-მდე შენობა.