მორიგ ნაბიჯი საქართველოს საერთაშორისო იზოლაციაში მოსაქცევად. "ქართული ოცნება" ანტიდასავლური პოლიტიკის ღიად დემონსტრირებასაც აღარ ერიდება. საქართველო ომში მყოფი უკრაინის ერთადერთი მოკავშირე აღმოჩნდა, რომლის ოფიციალური დელეგაცია ქვეყნის დამოუკიდებლობის 32 წლის თავზე კიევში არ ჩადის.
რატომ არ იღებს ოფიციალური თბილისი უკრაინის მხარდაჭერის მასშტაბურ აქტრში მონაწილებას - ამ საკითხზე საგარეო უწყება დუმს, "ოცნების" ლიდერები კი ისევ პროპაგანდას იშველიებენ. ყირიმის საერთაშორისო სამიტზე კი საქართველოს პრეზიდენტი ზურაბიშვილი წარმოადგენდა, რომელიც ყირიმის პლატფორმას თბილისიდან ჩაერთო.