ნიკა გვარამიას დაჯილდოება კიევში | როგორ აღნიშნა უკრაინამ დამოუკიდებლობის დღე

გამოქვეყნდა:

აღიარება მთავარი პარტნიორისგან და მხარდაჭერის საჯარო დადასტურება. უკრაინა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ არასდროს შეაქცევს ზურგს ქართველ ხალხს, ქართულ სამოქალაქო საზოგადოებს, თავისუფალ მედიას და დასავლურ პოლიტიკურ მისწრაფებებს. სწორედ ამ სულისკვეთების განაცხადი იყო დღეს კიევში "მთავარი არხის" დამფუძნებლის და პოლიტიკური პატიმრის ნიკა გვარამიას დაჯილდოება. ის გახდა პირველი ქართველი, ვისაც უკრაინელი ხალხის წინაშე დამსახურებისთვის უკრაინის რადას მედალი მიენიჭა.

დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ რადას თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ჯილდო განსაკუთრებული მნიშვნელობისაა და, რომ დაჯილდოვება შემთხვევით არ დაემთხვა უკრაინის დამოუკიდებვლობის დღეს.

სწორედ დღეს აღნიშნავს უკრაინა თავის ეროვნულ დღესასწაულს და ნიკა გვარამიას დაჯილდოება იყო მთავარი ქართული ჩართულობა ამ ზეიმში. კიევში დამოუკიდებლობის დღეზე დასასწრებად ქართული ოპოზიცია ჩავიდა. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვიდეომიმართვა გაგზავნა. პრემიერმა ღარიბაშვილმა კი სამწინადადებიანი ტვიტი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი