უკრაინელებმა ოკუპირებულ ყირიმში მდებარე რუსულ ბაზაზე დრონებით იერიში მიიტანეს | უკრაინის დაზვერვა

გამოქვეყნდა:

უკრაინის სამხედრო დაზვერვის სააგენტოს ინფორმაციით, უკრაინამ 25 აგვისტოს დროებით ოკუპირებულ ყირიმში მდებარე რუსულ ბაზაზე უპილოტო საფრენი აპატარით იერიში მიიტანეს. ამასთან, მოსახლეობა ინფორმაციას ავრცელებს მსხვერპლის, აფეთქებების და გზის ჩაკეტვის შესახებ.

უკრაინის დაზვერვის ოფიციალური წარმომადგენლების ინფორმაციით, მათ იერიში მიიტანეს სამხედრო ბაზაზე ქალაქ პერევალნოიეში, რომელიც უკრაინის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან დაახლოებით 200 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. 

ცნობისთვის, 25 აგვისტოს რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კოორდინირებული თავდასხმა იყო, თუმცა რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ირწმუნებიან, რომ ოკუპირებულ ყირიმზე უკრაინელების 42 დრონი, რუსეთის კალუჟის ოლქში კი C -200-ის რაკეტა ჩამოაგდეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი