რუმინეთი და ნიდერლანდები უკრაინისთვის F-16 ტიპის თვითმფრინავების ერთობლივ საწვრთნელ ბაზას გახსნიან. ინფორმაცია ამის შესახებ მედიაში ვრცელდება. ორ ქვეყანას შორის შეთანხმებას ხელი 29 აგვისტოს მოეწერა. საწვრთნელ ცენტრში უკრაინელი პილოტები ახალი საბრძოლო თვითმფრინავების მართვას ისწავლიან. აღნიშნული ბაზა რუმინეთის ტერიტორიაზე განთავსდება.
''მნიშვნელოვანია, რომ ნიდერლანდებმა გამოავლინოს უკრაინის ერთიანობა და მისი მხარდაჭერა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში. ნიდერლანდებმა და რუმინეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც უკრაინელი მფრინავები რუმინეთში მომზადებას გაივლიან, F-16 თვითმფრინავების სამართავად''. - განაცხადა ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა კაისა ოლონგრენმა
რუმინეთის თავდაცვის სამინისტოს განცხადებით ნიდერლანდების სამეფო საჰაერო ძალები რამდენიმე F -16 ტიპის თვითმფრინავს რუმინეთში 86-ე საავიაციო ბაზაზე განათავსებენ. ამ ცენტრის მეშვეობით რუმინეთი იღებს ვალდებულებას, უზრუნველყოს მაღალი ხარისხის სასწავლო გარემო, ტექნიკურ რესურსებზე ხელმისაწვდომობა, არა მხოლოდ რუმინელი პილოტებისთვის, არამედ მოკავშირეთა და პარტნიორი ქვეყნებისთვის.
შეგახსენებთ, უკრაინა უახლოეს მომავალში F-16 ტიპის თვითმფრინავებს, ნიდერლანდებისგან, დანიისგან და ნორვეგიისგან მიიღებს. ხოლო, საბერძნეთი უკრაინელი პილოტების მომზადებაში დაეხმარება.