გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბაერბოკი ორშაბათს უკრაინის დედაქალაქ კიევში ჩავიდა. ვიზიტის შესახებ ცნობები წინასწარ არ იყო გავრცელებული.
კიევის რკინიგზის სადგურზე ბაერბოკმა თქვა, რომ გერმანია "მტკიცედ" უჭერს მხარს უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანების მცდელობებში.
"ევროკავშირის გაფართოება რუსეთის ომის აუცილებელი გეოპოლიტიკური შედეგია. ბომბების სეტყვაში, რუსეთის ტანკების პირისპირ, უკრაინა თავდაჯერებულად და მტკიცედ დაადგა გზას ევროკავშირისკენ", - თქვა მან.
ეს ბაერბოკის მეოთხე ვიზიტია უკრაინაში მას შემდეგ, რაც რუსეთმა ომი დაიწყო.