ლუკაშენკო არალეგიტიმური პრეზიდენტია - ლიეტუველი დეპუტატი

გამოქვეყნდა:

ლიეტვუას სეიმის დეპუტატი, ჟიგის პავილიონისი თვლის, რომ ბელარუსში არჩვნები "მოპარულია". მისი თქმით, არალეგიტიმურია ალექსანდრე ლუკაშენკოც - "ჩვენ აღარ ვაღიარებთ მას პრეზიდენტად!"

ლიეტუვის სეიმის დეპუტატი "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "დღის სტუმარი" ამბობს, რომ ლიეტუვამ უკვე შეიმუშავა რეზულუცია, რომელსაც 18 აგვისტოს პარალემნტში წარადგენენ და რომელიც, რამდენიმე მნიშვნელოვან და მკაფიო პუნქტს მოიცავს; 

პირველ რიგში, ჩვენ ვამბობთ, რომ არა მხოლოდ არალეგიტიმურია არჩევნები, რომელიც ჩატრდა ბელარუსში არამედ , არალეგიტიმურია თავად ლუკაშენკოც, ჩვენ აღარ ვაღიარებთ მას პრეზიდენტად!

ამავე რეზოლუციით, ჩვენ რა თქმა უნდა, ვგმობთ ძალადობას, მოვითხოვთ პატიმრების გათავისუფლებას;  ასევე ინიციატივით გამოვდივართ, რომ ამოქმედდეს მაგნიტსის კანონპროექტი და ამის მიხედვით ვადგენთ სიას იმ ადამიანებზე, რომელთაც აღარ შეეძლებათ ბელარუსიდან ლიეტუვაში ჩამოსვლა და გაეყინებათ ანგარიშები,  ამ რეზოლუციის ტექსტის გაზიარებას, ვთხოვთ  შენგენის წევრ ქვეყნებსაც და მათთან ერთად შტატებს, კანადას და ბრიტანეთს.

ამასთან ჩვენ ვაპირებთ, რომ ყოველგვარი დაფინანსება შევუწყვიტით ბელარუსის ხელისუფლებას  და პარალელურად დახმარება გავუწიოთ სამოქალაქო სექტორს, ადამიანებს რომლებიც ახლა ქუჩაში დგანან თავისუფლებისთვის.


 

ჟიგის პავილიონისი ლიეტუვას მსგავსი რეზოლუციის შემუშავებისკენ საქართველოსაც მოუწოდებს. 

ეს ბელარუსი ხალხის არჩევანი იქნება, როგორი მომავალი სურთ. ჩვენ შეგვიძლია, ხელი შევუწყოთ თუ მათი სურვილი იქნება. მაგრამ ახლა ეს არჩევნები მოპარულია, ჩვენ ეს სხვადასხვა კვლევევებითაც ვიცით. სვეტლანა ტიხანოვსკაიამ, რომელიც ახლა ვილნიუსში იმყოფება,კვლევებით 70%-მდე ხმა აიღო.

არც ბელარუსი და არც ჩვენ - ლიეტუველი ხალხი, არ დავივიწყებთ, რომ თქვენ ჩუმად იყავით ასეთ მნიშვნელოვან დროს, დროს, როცა ბელარუს ხალხს მარტივი რამის სურვილი აქვს  - არა ნატო და ევროკავშირი, ისინი ამ თვალსაზრისით თქვენსავით შორს არც კი მიდიან, არამედ მათ სურთ თავისუფლება და დემოკრატიული არჩევანი. და თუ ეს თქვენთვის, ქართველებისთვის მისაღებია, აიმაღლეთ ხმა და ეს გააკეთეთ ახლავე! - ამბობს ჟიგის პავილიონისმა.

შეგახსენებთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნები მინსკში 2020 წლის 9 აგვისტოს ჩატარდა. შედეგებით უკმაყოფილო ამომრჩეველი ქუჩაში გამოვიდა - დემონსტრანტების დაკავებები დღემდე გრძელდება. მოსახლეობა დანებებას არ აპირებს და მთავრობის ლეგიტიმაციასთან ერთად ახალი, სამართლიანი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს. ბელარუსში მიმდინარე მოვლენებს ორი ადამიანი ემსხვერპლა. 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი