ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ვანგ ი რუსეთში ჩავიდა. სავარაუდოა, რომ ის დღეს რუს კოლეგასთან, სერგეი ლავროვთან განიხილავს უკრაინაში მიმდინარე ომს.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ვიზიტი 18-დან 21 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება.
მოსალოდნელია, რომ ის შეხვდება ლავროვს, რათა განიხილონ "ორმხრივი თანამშრომლობის საკითხების ფართო სპექტრი", რომელიც მოიცავს აზრთა დეტალურ გაცვლას უკრაინის საკითხებზე.
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე შეხვდება უშიშროების საბჭოს მდივანს ნიკოლაი პატრუშევს უსაფრთხოების ყოველწლიურ მოლაპარაკებებზე. Reuters წერს, რომ ის სავარაუდოდ, საფუძველს ჩაუყრის რუსეთის პრეზიდენტის ვიზიტს ჩინეთის დედაქალაქში.