წინ უნდა წავიდეთ, თუნდაც ეს იყოს ნახევარ მილზე ნაკლები, პუტინს მოსვენება არ უნდა მივცეთ - ზელენსკი კონტრშეტევაზე

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ CBS-ის გადაცემაში "60 წუთი" კონტრშეტევისას ნელი პროგრესისი შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ ახლა მნიშვნელოვანია უკრაინის ჯარები მცირე მანძილით მაინც წავიდნენ წინ და რუსეთის პრეზიდენტს მოსვენება არ მისცენ. 

"რთული სიტუაციაა. მე ვიქნები სრულიად გულწრფელი თქვენთან. ჩვენ გვაქვს ინიციატივა. ეს არის პლუსი" თქვა ზელენსკიმ და აღნიშნა, რომ უკრაინამ შეაჩერა რუსეთის შეტევა და გადავიდა კონტრშეტევაზე. 

"ჩვენ უნდა გავათავისუფლოთ ჩვენი ტერიტორიის რაც შეიძლება დიდი ნაწილი და წინ წავიწიოთ, თუნდაც ის იყოს (ნახევარ მილზე) ან (ასი) მეტრზე ნაკლები, ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ. პუტინს მოსვენება არ უნდა მივცეთ", - თქვა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ ასევე კომენტარი გააკეთა რუსეთის წინააღმდეგ დრონებით თავდასხმებზე, რასაც უკრაინა ოფიციალურად არ აღიარებს, მან აღნიშნა, რომ პარტნიორების მიერ მიწოდებულ იარაღს უკრაინის ტერიტორიაზე იყენებენ, მაგრამ რუსეთმა უნდა იცოდეს, რომ რომელი ადგილიც არ უნდა გამოიყენოს უკრაინაზე რაკეტებით დასარტყმელად, უკრაინას აქვს მორალური უფლება, თავს დაესხას იმავე ადგილს. 

"ჩვენ მათ ვპასუხობთ: "თქვენი ცა არც ისე კარგად არის დაცული, როგორც თქვენ გგონიათ" - თქვა ზელენსკიმ.

მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ პუტინის მიზანი, როცა ის არასამხედრო სამიზნეებს ურტყამს უკრაინის გატეხვაა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი