უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ანა მალიარი ამბობს, რომ უკრაინამ ზაფხულის კონტრშეტევის დაწყებიდან 300 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია გაათავისუფლა. მისი თქმით, პრიორიტეტია მსხვერპლის მინიმუმამდე შემცირება, რადგან ჯარები წინ მიიწევენ რთულ პირობებში.
მალიარმა თქვა, რომ კიევის კონტრშეტევა უფრო ნელა განვითარდა, ვიდრე მოსალოდნელი იყო, მაგრამ ეს ტემპი შექმნილია ჯარისკაცების სიცოცხლის გადასარჩენად.
"სამხედრო მეცნიერებისგან განსხვავებით, უკრაინელებმა გარისკეს და შეტევა დაიწყეს, როდესაც მტერს მეტი იარაღი და მეტი ხალხი ჰყავდა. სამხედრო მეცნიერება გეუბნებათ, რომ ეს უნდა გააკეთოთ, როცა უპირატესობა გაქვთ. ჩვენს სიტუაციაში ეს შეუძლებელია. ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ როგორც არის. საუბარია არა გათავისუფლებულ კილომეტრებზე, არამედ იმაზე, რომ ჩვენს ძალებს შეუძლიათ ამ პირობებში წინსვლა", - თქვა მალიარმა.
მისივე თქმით, რუსები 8-ჯერ მეტ ჯარისკაცს კარგავდნენ, ვიდრე უკრაინელები ქვეყნის აღმოსავლეთში.
მალიარმა ასევე გაიმეორა, რომ კონტრშეტევა "მიდის გეგმის მიხედვით", მაგრამ თქვა, რომ უკრაინას ესაჭიროება დამატებითი საერთაშორისო მხარდაჭერა და კიდევ ერთხელ მოუწოდა პარტნიორებს დამხარებისკენ.
"ჩვენ გვჯერა ჩვენი გამარჯვების. ჩვენ ჩვენს მიწაზე ვართ, უკან დახევა არაა. ჩვენ დავიცავთ ჩვენს ქვეყანას მანამ, სანამ არ გავათავისუფლებთ ჩვენ ყველა ტერიტორიას", - თქვა მან.