პოლონეთის პრეზიდენტი, ანდჟეი დუდა მოუწოდა დასავლეთს დარჩეს ურყევი კიევის მხარდაჭერის მიმართ. CNN-თან ინტერვიუში მან თქვა, რომ რუსეთის დამარცხება მშვიდობის ერთადერთი გარანტიაა.
"ეს არის იმის უზრუნველყოფა, რომ რუსეთს არ შეუძლია ლეგალურად გადაიტანოს საზღვრები ევროპაში. ეს არის სამომავლო მშვიდობის გარანტია, ასევე შეერთებული შტატებისთვის", - თქვა დუდამ.
არ არსებობს კომპრომისული გამოსავალი, აღნიშნა დუდამ და ეს არის პოზიცია, რომელიც უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის აქვს.
"რუსეთის შეჩერება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის დამარცხდება და ის დამარცხდება, როდესაც უკრაინა ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსულ არმიას გამოდევნის, შეერთებული შტატების დახმარებით, დასავლეთის დახმარებით და როდესაც ის აღადგენს კონტროლს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მხოლოდ მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსული იმპერიალიზმი მართლაც დამარცხდა", - თქვა დუდამ.