რას მოიცავს სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი, რომელსაც აშშ უკრაინას გადასცემს - თეთრი სახლი დეტალებს ამჟღავნებს.
ცნობილი ხდება, რომ დახმარების ახალი პაკეტი აღარ მოიცავს ATACMS-ის სისტემას, თუმცა ის საჰაერო თავდაცვის სისტემებით იქნება დაკომპექტებული. აღნიშნულთან დაკავშირებით ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი სიტყვით გამოსვლისას უფრო დეტალურად ისაუბრებს.
შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტი ვაშინგტონში იმყოფება - ის უკვე შეხვდა ლოიდ ოსტინსა და კონგრესემენებს.