გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი CNN-თან ინტერვიუში ამბობს, რომ მისი ქვეყანა უკრაინის მხარდაჭერისგან შინაგან დაღლილობას არ გძნობს. კითხვაზე, არის თუ არა გერმანიაში უკრაინის ომის გამო დაღლა ეკონომიკური პრობლემების ფონზე, მინისტრმა უპასუხა:
"არა. ჩვენ ვართ დემოკრატია, ამიტომ ყველას აქვს საკუთარი შეხედულებები მსოფლიოში არსებულ საკითხებზე. მაგრამ თავიდანვე, გერმანელების, ევროპელების აბსოლუტურ უმრავლესობას ესმოდა, რომ "ეს შეიძლება ვიყოთ ჩვენ".
მისი თქმით, გერმანია, ისევე როგორც სხვა ქვეყნები განიცდიან მაღალ ინფლაციას და რომ მისი ქვეყნის ეკონომიკა უკიდურესად დამოკიდებული იყო რუსულ ნავთობსა და გაზზე. ის ამბობს, რომ ასეთ დროს სწორი გადაწყვეტილების მიღებაა საჭირო უკრაინის, მშვიდობიანი ხალხის მხარდასაჭერა.დ
"მაგრამ თქვენ უნდა აუხსნათ ხალხს, რატომ უნდა გავაკეთოთ ეს. თქვენ ასევე უნდა იმუშაოთ სხვა სოციალურ პროგრამებთან, რათა თავიდან აიცილოთ უარყოფითი შედეგები ნორმალური ადამიანებისთვის, ნორმალური ოჯახებისთვის. ეს არის ის, რის გაკეთებასაც ვცდილობთ", - თქვა მან.