ნორვეგია უკრაინას 92 მილიონი აშშ დოლარის ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს

გამოქვეყნდა:

ნორვეგიის მთავრობის განცხადებით, უკრაინას 1 მილიარდი კრონის (92 მილიონი აშშ დოლარის) ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს.

ჰუმანიტარული დაფინანსება მიზნად ისახავს "უზრუნველვყოს, რომ ყველაზე დაუცველებმა, ბავშვებმა, ლტოლვილებმა და იძულებით გადაადგილებულმა პირებმა" მიიღებენ სასიცოცხლო დახმარებას, როგორიცაა "თავშესაფარი, საკვები, წყალი და სანიტარული დახმარება, განათლება, ჯანდაცვა და ფსიქოსოციალური მხარდაჭერა, ასევე სექსუალური და გენდერული ძალადობისგან დაცვა" - ნათქვამია მთავრობის პრესრელიზში.

ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, რუსეთის სასტიკი ომი უკრაინის მოსახლეობას დიდ ტანჯვას აყენებს. მისივე თქმით, უკრაინელებს სჭირდებათ დახმარება "რათა გადაიტანონ ომის კიდევ ერთი ზამთარი".

დახმარება გაეროს და წითელი ჯვრის მიერ შექმნილი უკრაინისთვის არსებული პროგრამებით განაწილდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი