სკანდალი კანადის პარლამენტში ზელენსკის ვიზიტისას - თემთა პალატის სპიკერი გადადგა

გამოქვეყნდა:

კანადის პარლამენტის თემთა პალატის სპიკერი ენტონი როტა თანამდებობას ტოვებს. ეს ხდება მას შემდეგ, რაც მან პარლამენტში მიიწვია 98 წლის უკრაინელი იაროსლავ ჰუნკა, 22 სექტემბერს უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმერ ზელენსკის ვიზიტის დროს. როტამ განაცხადა, რომ იუნკა გმირი იყო, რის შემდეგაც დამსწრე საზოგადოება მას მქუხარე ტაშით მიესალმა.

დარბაზში იმყოფებოდა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და კანადის პრემიერი ჯასტინ ტრუდო. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს უკრაინელი ვეტერანი ჰუნკა მსახურობდა გერმანელი ნაცისტების მიერ შექმნილ დივიზიაში ცნობილი როგორც "გლაციის დივიზია". მოხალისეთა ქვედანაყოფი ძირითადად ეთნიკური უკრაინელებისაგან შედგებოდა ნაცისტების მეთაურობით. მომხდარმა კრიტიკა გამოიწვია.

სპიკერმა შეცდომის გამო ბოდიში მოიხადა და თქვა, "ამ პალატის მუშაობა ნებისმიერ ჩვენგანზე მაღლა დგას"

ტრუდოს ოფისში, რომელიც ხელმძღვანელობს ლიბერალურ პარტიას, განაცხადეს, რომ გადაწყვეტილება ჰუნკას მოწვევის შესახებ მხოლოდ სპიკერის ოფისმა მიიღო და მისი ბოდიში "სწორი იყო".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი