ჩეხეთი უკრაინას CZ BREN 2 ტიპის ავტომატების წარმოების ლიცენზიას გადასცემს. ამის შესახებ ჩეხეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა:
'' ჩვენი მხარდაჭერა სამხედრო დახმარებისა და საბოლოო პროდუქტების მიწოდების დონიდან გრძელვადიან ინტენსიურ თავდაცვით-სამრეწველო თანამშრომლობამდე შეიცვალა, რომელშიც ჩართულია არამხოლოდ ჩვენი არმია, არამედ თავდაცვის საწარმოებიც, როგორც თავდაცვითი ასევე კერძო. თუმცა ჩვენ გვსურს, რომ ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო განვავითაროთ.'' - განაცხადა ჩეხეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ დანიელ ბლაზკოვეცმა
შედეგად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ჩეხეთი უკრაინას CZ BREN 2_ის ტიპის იარაღის წარმოების ლიცენზიას გადასცემს და ასევე ჩეხური კომპანია SELLIER & Bellot უკრაინელებს საბრძოლო მასალის წარმოებაში დაეხმარება.
შეგახსენებთ, უკრაინაში დღეს თავდაცვის მრეწველობის პირველი ფორუმი გაიმართა, სადაც ცნობილი გახდა, რომ უკრაინამ იარაღებისა და ჭურვების წარმოება დაიწყო.
იხილეთ ასევე: