უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ ნატოს ტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად გაერთიანებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ "ჰამასის" ტაქტიკა ისრაელში იგივეა, რაც რუსეთის ტაქტიკა, რომელსაც ის იყენებს უკრაინის წინააღმდეგ. ამ თემაზე მან კოპენჰაგენში მიმდინარე NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე გამოსვლისას ისაუბრა.
"იგივე ბოროტებაა და ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ ეს არის ტერორისტული ორგანიზაცია, რომელიც თავს დაესხა ისრაელს და აქ არის ტერორისტული სახელმწიფო, რომელიც თავს დაესხა უკრაინას. ზრახვები განსხვავებულია, მაგრამ არსი ერთია", - თქვა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ჟურნალისტები ისრაელიდან, რომლებიც იმყოფებოდნენ უკრაინაში და შეესწრნენ რუსეთის ბოროტმოქმედების შედეგებს, ახლა იგივეს ხედავენ საკუთარ ქვეყანაში.
მისივე თქმით, ირანი "ვერ იტყვის, რომ მას არაფერი აქვს საერთო იმასთან, რაც ხდება უკრაინაში", თუ ის მიყიდის "შაჰიდებს" რუსეთს და მას არ შეუძლია თქვა, რომ "არაფერი აქვს საერთო იმასთან, რაც ისრაელში ხდება", თუ მისი ოფიციალური პირები "ჰამასს" უცხადებენ მხარდაჭერას.