ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი, გრანტ შაპსი დღეს, ოთხშაბათს გამოაცხადებს უკრაინის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს, რომლის ღირებულებაა 100 მილიონ ფუნტზე მეტია (115 მილიონ ევროზე მეტი).
დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს სახსრებს ნაღმების გაწმენდისთვის, აღჭურვილობის შენარჩუნებისა და თავდაცვის გაძლიერებისთვის უკრაინის ძირითადი ინფრასტრუქტურის დასაცავად.
"კიევში ჩემი ბოლო ვიზიტის დროს, მე დავარწმუნე პრეზიდენტი ზელენსკი, რომ გაერთიანებული სამეფო რჩება უკრაინისა და მისი ყველაზე მწვავე საჭიროებების მხარდაჭერის ერთგული. დღეს მე სიამაყით ვაცხადებ, რომ დიდი ბრიტანეთი, ჩვენს მოკავშირეებთან ერთად, ასრულებს ამ დაპირებას ახალი კონტრაქტების უზრუნველყოფით უკრაინას კრიტიკული საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდების მიზნით, რათა დაიცვას მშვიდობიანი მოქალაქეები პუტინის ბარბაროსული დაბომბვისგან; ასევე არის 100 მილიონ ფუნტზე მეტის დაპირება ახალი აღჭურვილობისთვის", - ნათქვამია მინისტრის განცხადებაში.
მინისტრი, სავარაუდოდ, განცხადებას გააკეთებს ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში უკრაინის საკითხთან დაკავშირებული საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე.