"შეგვიძლია, ვიზრუნოთ უკრაინასა და ისრაელზე... ამის ვალდებულებაც გვაქვს" | ბაიდენი

გამოქვეყნდა:

"შეგვიძლია, ვიზრუნოთ უკრაინასა და ისრაელზე... ამის ვალდებულებაც გვაქვს", - ასე პასუხობს შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კითხვას, შეძლებს თუ არა აშშ ორ რეგიონში ომის მხარდაჭერას.

"ჩვენ ამერიკის შეერთებული შტატები ვართ, ყველაზე ძლიერი ერი ისტორიაში, მსოფლიოს ისტორიაში. ჩვენ შეგვიძლია ვიზრუნოთ ორივეზე [უკრაინასა და ისრაელზე] და შევინარჩუნოთ ჩვენი საერთო საერთაშორისო თავდაცვა. ჩვენ ამის შესაძლებლობა და ვალდებულება გვაქვს. ჩვენ თუ არა, ვინ გააკეთებს ამას?" - თქვა ბაიდენმა.

მანამდე, თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ 
აშშ უკრაინისა და ისრაელისთვის 2 მილიარდზე მეტი ღირებულების სამხედრო პაკეტის გადაცემას გეგმავს.

შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და მას ოპერაცია "ალ-აკსას შტორმი" უწოდა. სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი