რუსეთმა შესაძლოა სამხედრო ხომალდები ყირიმიდან საქართველოს ოკუპირებულ ნაწილში გადაიყვანოს | სკიბიცკი

გამოქვეყნდა:

უკრაინის დაზვერვის ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა, შესაძლოა, გარკვეული გემები დროებით ოკუპირებული ყირიმიდან საქართველოს ოკუპირებულ ნაწილში გაიყვანონ. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა, ვადიმ სკიბიცკიმ Apostrophe TV-სთან ინტერვიუში განაცხადა.

მან დაადასტურა, რომ ოკუპანტებმა ყირიმიდან ნოვოროსიისკში რამდენიმე ხომალდი გადაიყვანეს, თუმცა, მისი თქმით, იქ არის პატარა პორტი, რომელსაც არ შეუძლია რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ყველა გემის განთავსება, ამიტომ კრემლმა გადაწყვიტა ამისთვის გამოეყენებინა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორია.

"აქტიური სამუშაოები გრძელდება ქალაქ ოჩამჩირაში, ეს არის აფხაზეთი - რუსებმა იქ ჩაატარეს გამწმენდი სამუშაოები, განაახლეს პორტის ინფრასტრუქტურა, რათა უზრუნველყონ იქ სამხედრო გემების ბაზირება. მაგრამ ისევ ეს იქნება პატარა ადგილი", - თქვა სკიბიცკიმ.

სკიბიცკიმ აღნიშნა, რომ რუსებს პანიკა აქვთ და ესმით, რომ ომი ყირიმის ტერიტორიაზე მივიდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი