"განგსტერული საქართველო" - ოპოზიცია მკოიანის ძმის მანქანის აფეთქებაზე

გამოქვეყნდა:

90-იანი წლების ფორმულა უნდა დამთავრედეს- ამბობს "ენმ"-ს ერთ ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე ახალქალაქში, გუშინ, 21 აგვისტოს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, რა დროსაც დეპუტატ ენზელ მკოიანის ძმის მანქანის აფეთქება სცადეს. 

ოპოზიციის შეფასებით, ქვეყანაში უმძიმესი კრიმინოგენური ვითარებაა და ეს ყველაფერი ხელისუფლებისა და სამართალდამცავი უწყების არასათანადო მოქმედებებმა, კრიმინალური სამყაროს წევრების დაუსჯელობამ და ხშირ შემთხვევაში, მათთან თანამშრომლობამ მოიტანა:

ის, რაც ხდება დღეს მათ შორის ბატონო მკოიანთან მიმართებაშიც, მისი საქმიანობიდან გამომდინარე, ზოგადად რეგიონში რაც ხდება და ქვეყანაში რაც ხდება, ეს არის განგსტერული გადანაწილება - სროლები, აფეთქებები, შეკვეთილი მკვლელობები.." ამბობს დეკანოიძე

ეს ყველაფერი არის შედეგი იმისა, რომ ახალქალაქში წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა კლანურ-კრიმინალური მდგომარეობა, როდესაც რამდენიმე კლანი ერთმანეთს ებრძვის წესების გარეშე. ნორმალური ამბავია მანქანის აფეთქება, დეპუტატის გარეთ გამოვარდნა იარაღით და სროლა, მასობრივი ჩხუბები და ეს არის თითქოს კლასიკა იმისა, რომ გაგებით უნდა მოვეკიდოთ კრიმინალს" ამბობს "ევროპული საქართველოს" ერთ ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე.

შეგახსენებთ, რომ ენზელ მკოიანის ძმის, მარტინ მკოიანის ავტომობილთან ასაფეთქებელი ამოქმედდა, რამაც მანქანა დააზიანა, ხოლო თავად დეპუტატის ძმა, რომელიც საჭეს მართავდა, არ დაშავებულა.

ენზელ მკოიანმა "მთავარ არხთან" საუბრისას მომხდარს ტერაქტი უწოდა. ის ამბობს, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა დისტანციურად აამოქმედეს და იმ ადგილას სწორედ იმ დროს მისმა ძმამ გაიარა.

მკოიანმა მუქარის შესახებ პირველი განცხადება 10 აგვისტოს გააკეთა და თქვა, რომ ვინმე "ვასილი და ვანია" ფეისბუქ Messenger-ით  დაუკავშირდნენ და მოსთხოვეს პოლიტიკიდან წასულიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში საყვარელ ადამიანს წაართმევდნენ.  4 დღის შემდეგ კი ტელეფონით დაურეკეს და 5 მლნ აშშ დოლარის  კონკრეტულ ანგარიშზე ჩარიცხვა მოსთხოვეს, უარის შემთხვევაში კი მოკვლით დაემუქრნენ. 

გუშინდელ შემთხვევაზე კი შსს-მ გამოძიება უკვე დაიწყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი