პროკურატურისგან სხვაგვარ დასკვნას არავინ ელოდა - ნადირაშვილი ჯაფარიძე-ხაზარაძის საქმეზე

გამოქვეყნდა:

ოპოზიცია ჯაფარიძე-ხაზარაძის საქმეზე პროკურატურის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია პასუხისმგებლობას ვერ დაემალება. მათი თქმით, უწყებისგან განსხვავებულ დასკვნას არც ელოდნენ.

რა თქმა უნდა, არავინ არ ელოდებოდა, რომ პროკურატურა გააკეთებდა სხვაგვარ დასკვნას, ისედაც ყველასთვის ნათელია, რომ პროკურატურაც, პოლიციაც, სუს-იც ეს არის პოლიტიკური იარაღი და ნაჯახი ივანიშვილის ხელში, - თქვა ირმა ნადირაშვილმა.

თამარ კორძაია ამბობს, რომ  არსებითი არაა იქნება თუ არა წერილზე გახარიას დეენემი, რადგან ბიზნესის შანტაჟი მისი კაბინეტის პირობებში მოხდა.

ძალაუფლებაში მყოფი გახარია ყოველთვის ახერხებს, რომ დაუძვრეს პასუხისმგებლობას თუმცა პასუხისმგებლობას ვერ გაექცვეა, ვერც შს მინისტრობის დროინდელს, ვერც პრემიერობის დროინდელს, როცა ფაქტი სახეაზეა დაშანტაჟების, - თქვა თამარ კორძაიამ. 

"ნაციონალური მოძრაობის წევრი" რომან გოცირიძე ამბობს, რომ ეს პროცესი წინასაარჩევნოდ უნიჭო სპექტაკლია. მისი თქმით, ამ წერილის შემდეგ პოლიტიკური დევნა და რეპრესიები არა მხოლოდ წერილის ადრესატების არამედ ზოგადად სხვების მიმართაც განხორციელდა.

ამ თემაზე დღეს კომენტარი პრემიერმა, გიორგი გახარიამაც გააკეთა. მისი თქმით, შეუძლებელია ღმილის გარეშე უპასუხოს კითხვას, თქვენ "არტარეას" უყურებთ? - უყურეთ არტარეას და მიხვდებით, რომ ობიექტურობის ხარსისხი ნამდვილად გაეზარდა - თქვა მან.

გენერალურმა პროკურატურამ დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა გუშინ, 21 აგვისტოს გამოაქვეყნა, სადაც წერია, რომ სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნით, წერილზე არსებული თითის კვალი არ ეკუთვნის საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას. 

"გახარიას გათეთრებად" აფასებს "ლელო საქართველოს" ერთ ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე გენერალური პროკურატურის განცხადებას.

შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძემ გიორგი გახარიასგან მიღებულ მუქარის წერილზე პირველი განცხადება ჯერ კიდევ თიბისი ბანკის დამფუძნებლის რანგში გააკეთა.

პარლამენტში, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე მამუკა ხაზარაძემ თქვა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, მაშინდელმა შს მინისტრმა მას წერილი მიწერა, რომელშიც ეწერა, რომ მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვეევაში დაუნგრევდნენ რეპუტაციას როგორც ქვეყანაში, ისე საერთაშორისო ასპარეზზე. როგორც მაშინ ხაზარაძე ამბობდა, ერთ ერთი მოთხოვნა ტელეკომპანია "არტარეას" "იმედის ტრენდზე" გადასვლა იყო.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი