ტრაგედიის თავიდან აცილება შეიძლებოდა | ზელენსკი 128-ე ბრიგადის ჯარისკაცების დაღუპვაზე

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ზაპოროჟიეს რეგიონში რუსული ძალების მიერ 128-ე სამთო თავდასხმის ბრიგადაზე განხორციელებულ შეტევას ეხმაურება. მისი თქმით, ტრაგედიის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო.

"ვუსამძიმრებ დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს და მეგობრებს! ეს არის ტრაგედია, რომლის თავიდან აცილებაც შეიძლებოდა.

თავდაცვის მინისტრმა უმეროვმა მომაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ზომები იქნა მიღებული მომხდარის ყველა გარემოების გასარკვევად, კონკრეტულად ვინ რა ბრძანება გასცა. ტრაგედიასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეც აღიძრა. ამასთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება. მთავარია დადგინდეს სრული სიმართლე მომხდარის შესახებ და არ დავუშვათ ის განმეორდეს", - თქვა ზელენსკიმ.

"უკრაინსკა პრავდას" წყაროების თანახმად, რუსეთმა 3 ნოემბერს დილის 10 საათზე დაარტყა 128-ე ცალკეულ სამთო თავდასხმის ბრიგადას ზაპოროჟიის რეგიონის ფრონტის ხაზის სოფელში. საუბარია 20-ზე მეტ დაღუპულზე. მედია წერს, რომ არტილერიის დღის საპატივსაცემოდ სამხედროები, სავარაუდოდ, ერთ ადგილზე იყვნენ შეკრებილები, რათა ჯილდოები მიეღოთ.

4 ნოემბერს საღამოს თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმა თავდაცვის სამინისტროს მთავარ ინსპექციას დაავალა ამ ტრაგედიის სრული გამოძიება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი