კულება: თუ დასავლეთი ვერ მოიგებს ამ ომს, მაშინ რომელი ომი შეიძლება მოიგოს?

გამოქვეყნდა:

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, უკრაინა ინტენსიურად ახორციელებს ინვესტიციებს იარაღის წარმოებაში, რათა ნაკლებად იყოს დამოკიდებული დასავლეთის მხარდაჭერაზე. მისი თქმით, რუსეთის წინააღმდეგ ომის წაგება იქნება მთელი მსოფლიოს დამარცხება.

"თუ დასავლეთი ვერ მოიგებს ამ ომს, მაშინ რომელი ომი შეიძლება მოიგოს? თუ ჩვენ არ მოვიგეთ ეს ომი, ეს იქნება დიდი მარცხი მთელი მსოფლიოს, მათ შორის გერმანიისთვის", - თქვა კულებამ Welt-თან ინტერვიუში.

მისი თქმით, ბევრი ვერ აფასებს უკრაინისადმი ევროპულ მხარდაჭერას, მაგრამ თავად ევროპა თანდათან აცნობიერებს რა არის სასწორზე.

"მადლობა ჩვენს მეგობრებს ევროპასა და სხვა ქვეყნებში, ვფიქრობ, ჩვენ არ გვეშინია განკითხვის დღის სცენარის", - თქვა მან.

კულებას თქმით, "დიდი განსხვავებაა მოგებასა და არ წაგებას შორის".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი