კიევი შორს არის EU-სგან | უნგრეთი ეწინააღმდეგება უკრაინის მიერ გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას

გამოქვეყნდა:

უნგრეთის პრემიერმინისტრის, ვიქტორ ორბანის აზრით, ევროკავშირმა არ უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები უკრაინასთან ბლოკში გაწევრიანებაზე. hvg.hu.-ის ცნობით, ორბანმა თქვა, რომ უკრაინა არანაირად არ არის მზად მოლაპარაკებისთვის - "კიევი შორს არის ევროკავშირისგან".

"მოლაპარაკებები წევრობის შესახებ არ უნდა დაიწყოს, ეს არის უნგრეთის მკაფიო პოზიცია",  - თქვა მან.

მისივე თქმით, უთანხმოება ევროკავშირსა და უნგრეთ შორის მილიარდობით ევროს თანხებთან დაკავშირებით, რომლებიც გაყინულია ბუდაპეშტისთვის კანონის უზენაესობის პრობლემების გამო, არანაირად არ შეიძლება იყოს დაკავშირებული უნგრეთის მხარდაჭერასთან უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებში.

"მინდა ძალიან მკაფიოდ განვაცხადო, რომ უნგრეთის უარი უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყებაზე ევროკავშირში გაწევრიანებაზე არ არის ბიზნეს შეთანხმების საგანი. ეს არ შეიძლება იყოს დაკავშირებული თანხების საკითხთან, რომელიც უნგრეთს აქვს უფლება მიიღოს", - თქვა მან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი