ოკუპირებულ მარიუპოლში რუსი პოლიციელის მანქანა ააფეთქეს | ანდრიუშჩენკო

გამოქვეყნდა:

მარიუპოლის მერის მრჩეველმა, პეტრ ანდრიუშჩენკომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოკუპირებულ მარიუპოლში რუსი პოლიციელის მანქანა ააფეთქეს.

"მარიუპოლში აფეთქება მოხდა. მეტალურგოვის გამზირზე ააფეთქეს საოკუპაციო კორპუსის ერთ-ერთი პოლიციელის მანქანა. დეტალები მოგვიანებით", - ამბბობს ის.

მისივე თქმით, მარიუპოლში პარტიზანებმა დილით განაცხადეს, რომ მათ "საჩუქრები გადასცეს რუსეთის ფედერაციაში პოლიციის დღის აღსანიშნავად".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი