იმედი მაქვს, ამჟამინდელ ხელისუფლებასთან დიალოგი მალე დაიწყება - ტიხანოვსკაია

გამოქვეყნდა:

ბელორუსის ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი, სვეტალანა ტიხანოვსკაია იმედოვნებს, რომ ხელისუფლებასთან დიალოგი მალე დაიწყება. პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს ოპონენტებმა გასულ კვირას სპეციალური შტაბი შემქნეს, რომლის მიზანიც ხელისუფლებასთან მმართველობის გადაცემაზე მოლაპარაკებების დაწყებაა.

საბჭოს მიზანი პირველ რიგში არსებულ ხელისუფლებასთან დიალოგის დაწყებაა. იმედი მაქვს, რომ ეს მალე მოხდება. ჩვენი პირველი პირობა პოლიტიკური პატიმრების განთავისუფლებაა, - თქვა ტიხანოვსკაიამ გაზეთ Gazeta Wyborcza–სთან ორშაბათს გამოქვეყნებულ ინტერვიუში.

ოპოზიციის კანდიდატმა თქვა, რომ მთავარი ახალი არჩევნების ჩატარებაა, ხოლო როცა ეს მოხდება, იმედოვნებს, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი მისი ქმარი იქნება.

ბელორუსში კი საპროტესტო აქციები გრძელდება. გუშინ, 23 აგვისტოს დემონსტრანტებმა მშვიდობიანი მსვლელობა სახელწოდებით "ახალი ბელორუსის მარში"  გამართეს. სახელმწიფო მედიამ კი გაავრცელა კადრები, რომელშიც ლუკაშენკოს ჯავშანჟილეტი აცვია და ხელში კალაშნიკოვი  უჭირავს. ლუკაშენკო საპროტესტო აქციებს დასავლეთის მიერ ორკესტრირებულად მიიჩნევს და პირობას დებს, რომ ამ საქმეს მალე დაამთავრებს.

შეიძლება ითხვას, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ბელორუსი ყველაზე დიდ პოლიტიკურ კრიზისს განიცდის. ცნობისთვის, ბელორუსში მასშტაბური საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც ალექსანდრ
ლუკაშენკომ თავი არჩევნებში გამარჯვებულად გამოაცხადა.

ლუკაშენკოს თქმით, ახალი საპრეზიდენტო არჩევნები აღარ იქნება, ოპოზიციის მოწოდებებისა და ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების და გაფიცვების მიუხედავად. 

ლუკაშენკოს ქმედებებს მკაცრად აკრიტიკებს მსოფლიო. აშშ-მ ბელორუსში ჩატარებული არჩევნები შეაფასა, როგორც არადემოკრატიული, ხოლო მსოფლიოს სხვადასხვა ლიდერები ლუკაშენკოს ძალაუფლების დათმობისკენ მოუწოდებენ. ბელორუსს სანქციებს უწესებს ევროკავშირიც.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი