უკრაინის პრემიერმინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა, რომ იაპონია უკრაინას ეკონომიკის აღსადგენად დამატებით 160 მილიონ ევროს გადასცემს. ის დღეს იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრს, კიოტო ცუჯის, შეხვდა.
"მადლობელი ვარ იაპონიის დელეგაციის დღევანდელი მისიისთვის, რომელიც კიდევ უფრო წაახალისებს იაპონურ კომპანიებს, მონაწილეობა მიიღონ უკრაინის ეკონომიკის აღდგენაში," - თქვა შმიგალმა.