40 დღე თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალებიდან - ოჯახის წევრები სიმართლის გარკვევის მოლოდინში

გამოქვეყნდა:

40 დღე თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალებიდან და ჯერ ისევ  პასუხგაუცემელი კითხვები. ისევ დაუზუსტებელია, კონკრეტულად რამ გამოიწვია მისი სიკვდილი, ვინ და რატომ მისდევდა მის მანქანას, რა უნდოდათ ოპერატიულ თანამშრომლებს მის საცხოვრებელ სახლთან, სად გაქრა მისი მეხსიერების ბარათები და რატომ არ ტარდება სრულყოფილი ექსპერტიზა.

ოჯახი ითხოვს, რომ 3 ავტომობილი, რომელიც ფიგურირებს სათვალთვალო ვიდეოკამერების ჩანაწერებში დადგინდეს, კონკრეტულად ვის ეკუთვნის. გადაცემაში "მთავარ აქცენტები" გაჟღერდა ერთ-ერთი ავტომობილის "მფლობელის" შავნაბადას ხელმძღვანელის ხარებას სახელი, რომელიც ბევრ გახმაურებულ საქმესთან არის დაკავშირებული. 

გარდაცვლილი გოგოს ოჯახის წევრები და ახლობლები დღეს თამარის საფლავზე შეიკრიბნენ და კიდევ ერთხელ მოითხოვეს სიმართლის გარკვევა. 

შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა და სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ერთ-ერთი ვერსიით, ბაჩალიაშვილის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.

კომპანია "ZAG"-ის მფლობელი აბრაჰამ რეირბახის თქმით, თამარ ბაჩალიაშვილი სამსახურიდან წასვლას აპირებდა. მისმა ოჯახმა კი დაზუსტებით არ იცის, რას აკეთებდა 23 წლის პროგრამისტი თავის სამსახურში.  

25 ივლისს, პროკურატურამ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულად ცნო და საქმის გამოძიებას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაუმატა. გამოძიება, ამ ეტაპზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი