ეს არ არის თვითმკვლელობა, ეს არის მკვლელობა - მიხეილ რამიშვილი თამარ ბაჩალიაშვილზე

გამოქვეყნდა:

ბუნდოვან ვითარებაში დაღუპული 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის თქმით, თვითმკვლელობის ვერსია ძალაში ვერ დარჩება, რადგან, ეს მკვლელობაა. როგორც რამიშვილმა თბილისის პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ თქვა, საჭირო თუ გახდება, ისინი ცხედრის ეგსჰუმაციასაც ჩაატარებენ.

ეგსჰუმაციასთან დაკავშირებით, გუშინ, "მთავარი არხის" ეთერში გადაცემაში "მთავარი აქცენტები" ბაჩალიაჩვილის დედამაც ისაუბრა. თეონა თამაზაშვილი მზდყოფნას გამოთქვამს, რომ საჭიროების შემთხვევაში, მისი შვილის ცხედრის ეგსჰუმაცია მოხდეს.

ვისაუბრეთ არაკვალიფიციურ საგამოძიებო მოქმედებებზე, რომლის გამოსწორებსაც ახლა გამოძიება ცდილობს. ყველა დარღვევაზე, რაც არის, ხელმეორედ მოუწევს გამოძიებას, ყველაფერი თავიდან ჩაატაროს. თვითმკვლელობა ძალაში ვერანაირად ვერ დარჩება, რადგან კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის მკვლელობა. სულ რომ ექსჰუმაცია დასჭირდეს თამუნას ცხედარს, მაინც ყველაფერს გავაკეთებთ. დაველოდებით ამ თვის ბოლოს, თუ რა შედეგს მოგვცემს გამოძიება, - ამბობს რამიშვილი. 

შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა და სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ერთ-ერთი ვერსიით, ბაჩალიაშვილის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.

კომპანია "ZAG"-ის მფლობელი აბრაჰამ რეირბახის თქმით, თამარ ბაჩალიაშვილი სამსახურიდან წასვლას აპირებდა. მისმა ოჯახმა კი დაზუსტებით არ იცის, რას აკეთებდა 23 წლის პროგრამისტი თავის სამსახურში.  

25 ივლისს, პროკურატურამ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულად ცნო და საქმის გამოძიებას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაუმატა. გამოძიება, ამ ეტაპზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი