რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები კრემლის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიებზეც გაიმართება

გამოქვეყნდა:

რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილების მიხედვით, რუსეთის პრეზიდენტის არჩევნები 2024 წელს რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიებზეც "ახალ რეგიონებშიც" გაიმართება.

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები მარტის შუა რიცხვებშია ჩანიშნული. გასულ კვირას ვლადიმერ პუტინმა დაადასტურა, რომ კენჭს კიდევ ერთხელ იყრის.

რუსეთის ცესკო აცხადებს, რომ კონსულტაციები გამართა დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში ხმის მიცემის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან და FSB-სთან, ასევე საოკუპაციო ხელისუფლებასთან. გასული წლის ოქტომბერში მოსკოვმა იქ საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.

რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის თქმით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება "ახალ რეგიონებში" არჩევნების ჩატარების შესახებ, "გაუხსნის შესაძლებლობას შემადგენელი სუბიექტების მაცხოვრებლებს ხმა მისცენ პრეზიდენტს". 

"ჩვენ დღეს ჩავატარეთ კონსულტაციები [თავდაცვის სამინისტროსთან, FSB-სთან და ოთხი ახალი სუბიექტის ხელმძღვანელებთან] და მივიღეთ თითოეული მხრიდან წერილობითი დამოკიდებულება ამ სიტუაციის მიმართ, სადაც ნათქვამია, რომ ისინი შესაძლებლად მიიჩნევენ არჩევნების ჩატარებას ამ ტერიტორიებზე", - განაცხადა მან. 

ცესკოს წვერი ამბობს, რომ თუ რომელიმე რეგიონში სიტუაცია გაუარესდება მოქმედი კანონმდებლობა ცესკოს საშუალებას აძლევს კონკრეტულ რეგიონში არჩევნები მოგვიანებით გადადოს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი