ბელარუსში აქციებზე 50-მდე ადამიანი, მათ შორის, ნობელიანტი სვეტლანა ალექსიევიჩი დააკავეს

გამოქვეყნდა:

მინსკში მიმდინარე აქციებზე დაკავებულთა რაოდენობა 50-მდე გაიზარდა. ბელარუსის დედაქალაქში დაკავებულებს შორის იყო ნობელის პრემიის ლაურეატი მწერალი სვეტლანა ალექსიევიჩიც, თუმცა ის რამდენიმესაათიანი დაკითხვის შემდეგ გაანთავისუფლეს.

აღსანიშნავია, რომ ბელარუსი ხალხის მხარდამჭერი აქციები მსოფლიოს მასშტაბით არ წყდება. თავისუფლება ბელარუსს - ამ სლოგანით აქცია გუშინ მსოფლიოს 40-მდე ქალაქში, მათ შორის თბილისში გაიმართა. თბილისში მცხოვრებმა ბელარუსებმა ეროვნული დროშა პარლამენტის წინ გაშალეს. მათ საქართველოს ხელისუფლებას სთხოვეს, ხმა აიმაღლოს არჩევნების გაყალებებისა და ლუკაშენკოს რეჟიმის მიერ ადამიანის უფლებების უხეშად დარღვევის გამო.

შეგახსენებთ, რომ ბელარუსში არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ქვეყანაში 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. 1994 წლიდან უცვლელმა პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ, 26-წლიანი მმართველობის შემდეგ, კენჭი მეექვსედ იყარა და თავი ამჯერადაც გამარჯვებულად გამოაცხადა. აქციებზე ასობით ადამიანი დაშავდა, ორი კი დაიღუპა.

დაპირისპირებისა და ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა საარჩევნო პროცესიც. ხმის მიცემის დროს მინსკის პოლიციამ ოპოზიციის რამდენიმე მხარდამჭერი დააკავა. ოპოზიციამ მიმდინარე პროცესები მაშინვე გააპროტესტა და მთავრობა ადამიანის უფლებების დარღვევასა და ხელისუფლების უზურპაციაში დაადანაშაულა.

შედეგების გასაჯაროების შემდეგ უკმაყოფილო მოსახლეობა ქუჩაში უკვე მასობრივად გამოვიდა და ლუკაშენკოს მთავრობა არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულა. დაპირისპირება მოხდა მინსკსში, სადაც პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები, ცრემლსადენი გაზი და ხელკეტები გამოიყენა. ათობით ადამიანმა მძიმე დაზიანება მიიღო. დააკავეს 200-მდე დემონსტრანტი.

"ბრძოლა თავისუფლებისთვის" - აქციები ბელარუსში 2020

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი