თავისუფლება ბელარუსს - ამ სლოგანით დღეს აქცია მსოფლიოს 40-მდე ქალაქში, მათ შორის თბილისში გაიმართა. თბილისში მცხოვრებმა ბელარუსებმა ეროვნული დროშა პარლამენტის წინ გაშალეს. მათ საქართველოს ხელისუფლებას სთხოვეს, ხმა აიმაღლოს არჩევნების გაყალებებისა და ლუკაშენკოს რეჟიმის მიერ ადამიანის უფლებების უხეშად დარღვევის გამო. დემონსტრანტებს არც ის დავიწყებიათ, რომ ორივე ქვეყანაში დემოკრატიას ჩვენი საერთო მეზობელი, რუსეთი, ემუქრება.
საკუთარი ქვეყნის გვერდით უნდა იდგე, როდესაც მისი ბედი წყდება. არჩევნები გაყალბდა თავხედურად და ეს გრძელდება 26 წლის განმავლობაში. ახლა ბელარუსებს უნდათ თავისუფლება და სწორედ ამისთვის იბრძვიან. მე 2008 წელს აქ ვიყავი და თავად ვნახე ის ომი. რუსეთი სახიფათო მეზობელია, რომლისგანაც არასდროს იცი, რას უნდა ელოდო, - ამბობს თბილისში მცხოვრები ბელარუსი ქალი.
დემონსტრანტები პარალელს ავლებენ ბელარუსში მიმდინარე მოვლენებსა და საქართველოში მოახლოებულ არჩევნებს შორის. ამის შესახებ დღეს ამერიკელმა გენერალმაც ისაუბრა: "ბელორუსში ფარდა ეშვება, ახლა შესაძლოა იგივე საქართველოშიც მოხდეს"- წერს ბენ ჰოჯისი ამერიკულ ჰილსში დაბეჭდილ სტატიაში.
გენერალი, რომელიც ატლანტიკური კოალიციის ინტერსებს ავღანეთში ქართველი სამხედროების მხარდამხარ იცავდა, ახლა წერს, რომ საქართველოს ხელისუფლება თავისსავე ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებს. მას ამის მაგალითად ანაკლიის პორტის პროექტის ჩაშლა მოჰყავს, რომლითაც მოგებული მხოლოდ რუსეთია. კიდევ ერთ მაგალითად კი ჰოჯისი ინტერნეტ-პროვაიდრებისთვის დაწესებულ ახალ შეზღუდვებს ასახელებს.
დააწყვილეთ ეს ცვლილებები ინვისტიციების ნაკლებობასთან, და მიიღებთ კარგად გამცოდილ ფორმულას, როგორ უნდა შეაქციოს ქვეყანამ ზურგი დემოკრატიას და გადაიქცეს ახალ ბელაურსად. ახლა ბელარუსში ინტერნეტი გათიშულია, ახალი ცვლილებებით კი საქართველოს მთავრობამ შესძლოა სწორედ ასეთი ძალაუფლება ჩაიგდო ხელს, - წერს ჰოჯისი.
თუმცა სტატიის უმეტესი ნაწილი ეთმობა იმას, თუ როგორ დათმო სტარტეგიული პოზიციები საქართველომ ოკუპანტ რუსეთთან და, შესაბამისად, როგორ დააზარალა მისი და მისი მოკავშირეების ინტერსები შავი ზღვის აუზში. დღეს გავლენიანი გენერელისგან იმის შეხსენება, რომ საქართველო სულ უფრო შორდება ცივილიზებულ სამყაროს, ოპოზიციამ კიდევ ერთ დადასტურებად აღიქვა, რომ დასავლეთში გარდამტეხ ცვლილებებს ელოდებიან მოახლოებული არჩევნებისგან. მმართველი გუნდის ლიდერები კი თავის მართლებას ისევ არადამაჯერებლი არგუმენტებით ცდილობდნენ.
ბელარუსში არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ქვეყანაში 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. 1994 წლიდან უცვლელმა პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ, 26-წლიანი მმართველობის შემდეგ, კენჭი მეექვსედ იყარა და თავი ამჯერადაც გამარჯვებულად გამოაცხადა.
დაპირისპირებისა და ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა საარჩევნო პროცესიც. ხმის მიცემის დროს მინსკის პოლიციამ ოპოზიციის რამდენიმე მხარდამჭერი დააკავა. ოპოზიციამ მიმდინარე პროცესები მაშინვე გააპროტესტა და მთავრობა ადამიანის უფლებების დარღვევასა და ხელისუფლების უზურპაციაში დაადანაშაულა.
შედეგების გასაჯაროების შემდეგ უკმაყოფილო მოსახლეობა ქუჩაში უკვე მასობრივად გამოვიდა და ლუკაშენკოს მთავრობა არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულა. დაპირისპირება მოხდა მინსკსში, სადაც პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები, ცრემლსადენი გაზი და ხელკეტები გამოიყენა. ათობით ადამიანმა მძიმე დაზიანება მიიღო. დააკავეს 200-მდე დემონსტრანტი.